პსჟ კრიშტიანო რონალდოს სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს იხდის

AutoSharing Option
"პარი სენ-ჟერმენი" კვლავ ცდილობს კრიშტიანო რონალდოს გადაბირებას მადრიდის "რეალიდან".

"მარკას" ცნობით (რომელიც, თავის მხრივ, ფრანგულ პრესას იმოწმებს), ფრანგები ახალი წინადადებით მიმართავენ ესპანელებს.

"პარი სენ-ჟერმენი" მზადაა, პორტუგალიელი ვარსკვლავის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ამასთან, კრიშტიანო რონალდოს ხელფასი პსჟ-ში 18 მილიონი ევრო იქნება, რაც თითქმის ორჯერ მეტია ახლანდელ ანაზღაურებაზე.

შეგახსენებთ, რომ ამ ტრანსფერის შესახებ ხშირად საუბრობენ, თუმცა "რეალი" ოფიციალურად ყოველთვის უარყოფს ამის შესაძლებლობას.

ასევე იხილეთ:
"მანჩესტერ იუნაიტედმა" კრიშტიანო რონალდოს აგენტთან მოლაპარაკება გამართა
მკითხველის კომენტარები / 1 /
100 მლნ ევრო და კიდო მანეეთი.. L(
Georgi
21:01 16-05-2013
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული